Sunday, November 25, 2018

მე-8 დღე

დღევანდელი დღე განსაკუთრებით შრომატევადი აღმოჩნდა. განვიხილეთ მოდული შვიდი. თითქმის დავასრულეთ პროექტის გეგმა, შევიტანეთ შესწორებები.

Saturday, November 24, 2018

მე-7 დღე

ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის განვითარების თეორიებზე. დავასრულეთ მოსწავლის პრეზენტაცია. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.

Sunday, November 18, 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

   მეექვსე დღეს გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს. მოვიძიეთ ინფორმაცია და სურათები საავტორო უფლებების დაცვით. ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციაზე. (შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი).გავეცანით საინტერესო რესურსებს. განვიხილეთ შეფასების კრიტერიუმები და რუბრიკები.

Saturday, November 17, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღეც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.ვისწავლეთ შეფასების მეთოდები. ასევე შეფასების გეგმის ინსტრუმენტების მიბმა შექმნილ ჩეკლისტების კითხვების და რეფლექსიების ფორმებთან.ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციის შექნაზე. გავეცანით ინფორმაციის სანდოობის მახასიათებლებს და საავტორო უფლებების ქაოსს.შევავსეთ საავტორო უფლებები ტესტი. ჩამოვტვირთეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები და შევინახეთ რესურსებში.

Sunday, November 11, 2018

მეოთხე დღე

  კიდევ უფრო საინტერესო იყო მეოთხე დღე. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებიც განვათავსეთ ჩვენ მიერ შექმნილ სასწავლო პროექტის გეგმაში.

Saturday, November 10, 2018

მესამე დღე

  საინტერესო აღმოჩნდა მესამე დღეც. გაკვეთილის გეგმაში შევიტანეთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან სტანდარტები და ინდიკატორები. გავეცანით მიზნებისა და მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს სტანდარტთან დაკავშირებით.

Sunday, November 4, 2018

რეფლექსია მეორე დღეზე

დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი გამოვიდა. გავეცანით ბუკლეტის შექმნის სტრუქტურას. ვეცადეთ ბუკლეტი ყოფილიყო საინტერესოდ გაფორმებული. გავეცანით გეგმის შაბლონს,რომელიც  შევავსეთ ნაწილობრივ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი ჯგუფი არის ძალიან კარგი მასწავლებლებით დაკომპლექტებული.

რეფლექსია ტრერინგის პირველ დღეზე

ტრერინგის პირველ დღეს გავეცანით ძირითად მიზნებს,ამოცანებს. გავხსენით სხვადასხვა ფაილი, შევარჩიეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.მოვახდინეთ საპროექტო იდეების გენერირება.